პროექტის სახელწოდება
|
,,უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა’’
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება.წიგნის გადაქცევა ერთგულ და საიმედო
მეგობრად.
|
პროექტის აქტუალობა
|
თანამედროვე ეპოქაში საინფორმაციო
ტექნოლოგიებისადმი დიდმა ინტერესმა მნიშვნელოვნად შეამცირა წიგნიერების დონე მოზარდებში.
წიგნი აღარ ითვლება ბავშვის ერთგულ და საიმედო მეგობრად. შესაბამისად, მოზარდებმა
დაკარგეს სულიერი სამყარო , რომელსაც წიგნი აძლევდა.
ჭეშმარიტი
თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა გამოიაროს სიკვდილ- სიცოცხლის მარადიული
გაკვეთილები. ამ არაჩვეულებრივ ცოდნას კი
წიგნები იძლევიან
.ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, დავანახოთ მოზარდებს პრობლემის სიმწვავე ,დავუსაბუთოდ,
რომ უწიგნურობა დამღუპველია, რომ წიგნის გარეშე ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდება .
სკოლაში ჩატარებულმა
გამოკითხვამ, ( რომელიც მოითხოვდა სკოლაში მხოლოდ ერთ კითხვაზე გაეცათ მოსწავლეებს
პასუხი: უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენი წიგნი წაიკითხეს, დაესახელებინათ
ავტორი და ნაწარმოები) ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. ამან კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა,
თუ რა მწვავედ დგას ეს პრობლემა, რამდენად აქტუალურია და შესაბამისად, დროულად გამოსასწორებელი.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნული პრობლემით და მაქსიმალური ჩართვა
პროექტის განხორციელებაში. ისეთი საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული
აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში წიგნების კითხვის
სურვილის გაღვივებას. დაარწმუნებს, რომ 21-ე საუკუნის ადამიანის აუცილებელი უნარ-ჩვევების
განვუთარება წიგნიერების გარეშე შეუძლებელია. წიგნიერი ადამიანი
სემოქმედიცაა, კრიტიკულად მოაზროვნეც.
აქვს პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და
შესახებთანამშრომლობის უნარები
|
მოსწავლეთა ასაკი
|
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
|
ვადები/ ხანგრძლივობა
|
4 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტზე მუშაობის ფარგლებში , უპირველეს ყოვლისა მოსწავლეები დაუბრუნდებიან
წიგნს. წაიკითხავენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, გახდებიან ინფორმირებულები,
პასუხისმგებლიანები. პროექტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა ასაკისა
და გემოვნების მკითხველები. მოხდება წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება. გაიმართება დისკუსიები, სადისკუსიო
საკითხების ირგვლივ აზრების შეჯერება. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა
სახის ღონისძიებები.. მოეწყობა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია, იმსჯელებენ ეპოქალურად
განსხვავებული ნაწარმოებების შესახებ, ავტორთა ინდივიდუალობასა და შემოქმედებითობაზე.
ერთი სიტყვით ,წიგნი გახდება მიზარდის საიმედო მეგობარი, რპოექტის მიზანიც ესაა.
|
რესურსები
|
ისტ-ის გამოყენება ,პროექტორი, საინფორმაციო ბუკლეტები, პლაკატები, ადგილობრივი
და სკოლის ბიბლიოთეკები, სხვადასხვა ჟანრის
წიგნები.
|
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
|
საინიციატივო ჯგუფის შექმნა და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება
სადისკუსიო კლუბის შექმნა
კვირეულების ჩატარება თვეში ერთხელ.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან დ აეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართ.X.1.
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
ქართ.X.3.
აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ.X.6. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით
ქართ.X.8.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების,
პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
ქართ.X.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების
გაანალიზება.
ქართ.X.15.მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან
მხატვრულ ნაწარმოებზე.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნინო დვალიშვილი
|
სახელმძღვანელოს ელ-ფოსტა
|
dvalishvilinono4@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი
|
https://ninodvalishvili.blogspot.com/p/pro.html
|
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment