მასწავლებლის სახელი და გვარი/ პირადი ნომერი: ნინო
დვალიშვილი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა გიორგი ლეონიძის ,,მარიტა’’-პერსონაჟების
დახასიათება.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პერსონაჟთა
დახასიათებას, დადებითი და უარყოფითი გმირების კლასიფიკაციას, აღწერენ პერსონაჟთა ქცევის
მოტივს. იმუშავებენ პერსონაჟის ხატვის ხერხებზე.
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კითხვების საშუალებით მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ტექსტს,
დაასახელებენ პერსონაჟებს, ისაუბრებენ იმაზე , თუ როგორ ხატავს მწერალი პერსონაჟთა
პორტრეტებს, მეტყველების რომელი ნაწილებია აღწერისას გამოყენებული.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო, საშინაო დავალების რვეულები,
|
10წთ
|
2
|
მოსწავლეები გაეცნობიან პერსონაჟის დახასიათების ახალ მოდელს, რის შედეგადაც
შეძლებენ იმსჯელონ პერსონაჟის გარეგნულ მხარეზე და სულიერ თვისებებზე.
~.
|
მინი ლექცია
|
წყვილებში მუშაობა
|
დაფა და
ცარცი სახელმძღვანელო, პლაკატები,
სლაიდები,კომპიუტერი,პროექტორი.
|
5წთ
|
3
|
მოსწავლეები T დიაგრამის საშუალებით ერთმანეთს შეადარებენ ფაქტებს, მოვლენებს ,პერსონაჟებს.
ჯერ შეავსებენ სქემის მარცხენა მხარეს, შემდეგ მარჯვენა ნაწილს, სადაც საპირისპირო
შეხედულებებს განათავსებენ.
|
კოგნიტური სქემა ,,T
დიაგრამა,,
|
წყვილებში მუშაობა
|
პლაკატები, მარკერები,
|
8წთ
|
4
|
მოსწავლეები ვენის დიაგრამას გამოიყენებენ გმირის დასახასიათებლად და
შედარებითი ანალიზისთვის. იგი ხელს შეუწყობს მასალის ვიზუალიზაციას, ინფორმაციის
ეფექტურ ორგანიზებას. პირველ და მესამე სფეროში
იწერება გმირის განსხვავებული ნიშან-თვისებები,
მეორეში მსგავსი ნიშან-თვისებები
|
კოგნიტური სქემა ;ვენის დიაგრამა’’
|
წყვილებში მუშაობა
|
პლაკატები, მარკერები.
|
10წთ
|
5
|
მოსწავლეები დააკვირდებიან პერსონაჟის ხატვის ხერხებს. გამოყოფენ იმ
მხატვრულ -გამომსახველობით საშუალებებს, რომელსაც ავტორი იყენებს ამა თუ იმ პერსონაჟის
დასახასიათებლად. წინასწარ გამზადებულ პლაკატებზე დაიტანენ პერსონაჟის დასახასიათებლად
გამოყენებულ მხატვრულ საშუალებებს, გამოყოფენ ტროპის სახეებს. გამოიტანენ დასკვნას,
თუ როგორ ხატავს მწერალი პერსონაჟის პორტრეტებს, მეტყველების რომელი ნაწილებია აღწერისას
გამოყენებული.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობა
|
სახელმძღვანელო,პლაკატები ,მარკერები,
|
10წთ
|
6
|
საშინაო დავალება -მოსწავლეებმა სახლში ,დამოუკიდებლად უნდა შეასრულონ
წარმოსახული პერსონაჟის პორტრეტი და მოარგონ გაკვეთილზე ნასწავლ სქემას. სურვილის
შემთხვევაში შექმნან ნახატი.
|
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ
|
No comments:
Post a Comment